საზოგადოება

ვინ არიან კაჭრეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილები – ემოციურ პოსტს გარდაცვლილ გოგონებზე მზია ორველაშვილი აქვეყნებს

ახალ წელს მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.


შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა.
,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბი მა­რი­ამ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ზა­კა­ლაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მო­ცეკ­ვა­ვე მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისი­ნი მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. „ჩემი ორი თო­ჯი­ნა, რო­გორ უნდა ვიყო უთ­ქვე­ნოდ მე დღეს თქვენ­თან ერ­თად გა­მი­ჩერ­და გული აღარ მინ­და ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბას ვუ­ყუ­რო­. მიყ­ვარ­ხართ ჩემო ლა­მა­ზე­ბოო” – წერს ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი.


დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close