სიახლეები

ნაკლებად მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ ვირუსის შემთხვევები გაიზრდება – მარინა ეზუგბაია

loading...

ახალი წლის ფონზე, გაზრდილი მობილობის გამო, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა, ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას მიმართა.


როგორც მან განაცხადა, ნაკლები შანსი არსებობს, რომ ახალი წლის ფონზე, ქვეყანაში ვირუსის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდის.
„ნაკლებად მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება. ეს ორდღიანი მობილობის აქტივობა არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ დაავადება მკვეთრად გავრცელდეს. ალბათ, კორონავირუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი უფრო კარგად ეპიდემიოლოგებმა იციან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.


დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close