სიახლეები

საზარელი მკვლეობა სენაკში 32 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ნახეს. ადგილობრივების თქმით, 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.

მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
გარდაცვლილის მეზობლები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი და კონკრეტულად, ვინ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო: პრაიმტაიმი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close