სიახლეები

ნახეთ, გეკუთვნით თუ არა მთავრობის ფულადი დახმარება, რომლის გაცემა უკვე იწყება

loading...

საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის დახმარების ახალი ტალღა დააანონსა. ფულად დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ ის პირები, ვინც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს, არამედ – სხვა სოციალური ჯგუფებიც:

სოციალურად დაუცველი პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები 6 თვის განმვალობაში 100 ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ.
– თითოეული მოქალაქე, რომელიც არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე და შეფასებულია 65 000-დან 100 000 ქულამდე, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ჩაერიცხებათ 100 ლარიანი დახმარება; – ასევე, ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს 3 ან მეტი, 16 წლამდე მოზარდი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი ჩაერიცხება. – 6 თვის განმავლობაში, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ ასევე, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების შესახებ განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. იმ პირებმა, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
წყარო: https://ntv.ge/news/1370–.html


დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close