
loading...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დატოვეთ კომენტარი
loading...