საზოგადოება

კუკიაზე 3 თვის ორსული ქალი ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს -ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

loading...

ქ. თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ მხარეს, ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე, გამოსახულია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: „შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა“, „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი“.
1991 წლის 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, ერთი ოჯახის ცხოვრება, სამუდამოდ შეცვალა. სამი თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა, ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს.


სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში, 17 წლის ულამაზესი მოცეკვავის – ირმა დუნდუას გამოჩენა, შეუმჩნეველი არ დარჩენია „რუსთავის მოცეკვავესა და ირმას მომავალ მეუღლეს დევი ქუთათელაძეს.
ანსამბლში დაწყებული წყვილის ურთიერთობა, მალე ოჯახის შექმნით დასრულდა. ეს იყო ულამაზესი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც ძმათამკვლელმა ომმა სრულიად გაანადგურა. ირმას გარეგნობითა და ცეკვით მოხიბლული უცხოელები, მას ხან „ფაიფურის თოჯინას“ ეძახდნენ, ხან „კოლხეთის ულამაზეს ასულს“.
 
„ირმასა და დევიკოს ურთიერთობა ანსამბლში დაიწყო. ორივე ჩვენთან ცეკვავდა. ჯერ დევიკო მოვიდა, შემდეგ – ირმა“… – იხსენებს ანსამბლ „რუსთავის ყოფილი დირექტორი ალეკო ლორთქიფანიძე, – „ეს იყო ულამაზესი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც ძმათამკვლელმა ომმა სრულიად გაანადგურა“.
 
რამდენიმე ხანში, წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დევის მამის სახელი ვიტალი დაარქვეს. როცა ეს უბედურება დატრიალდა, ვიტალი 7 წლის იყო.
 
ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად, კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყვნენ მისულები.
 
1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთად და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია, ბავშვის თავსა და დევის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა. „მგონი, მომკლესო“ – ადგილზე დატრიალდა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავდა და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაიკეცა…
 
იქვე შეუყვანიათ რეანიმაციაში, მაგრამ კარდიოლოგი ადგილზე არ აღმოჩნდა. მორიგე ექიმმა, ირმა მანქანაში ჩასვა და „არამიანცის“ საავადმყოფოში წაიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, გზაში გული გაუჩერდა…
 
იმ საბედისწერო დღეს, ირმას ქმრისთვის უთქვამს – ჩვენი შვილი შენ უნდა გაზარდო ნამდვილ ვაჟკაცადო. მაგრამ, სამწუხაროდ დევიმ მეუღლის დანაბარები ვერ შეასრულა. ამ ტრაგედიიდან, რამდენიმე ხანში – 1999 წლის 12 აგვისტოს, დევის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა:
 
ირმას ვაჟი 15 წლის ვიტალი, რომელიც მამას მოსკოვში რამდენიმე დღით ჰყავდა წაყვანილი, ტრაგიკულად დაიღუპა. მოსკოვთან ახლოს მდებარე წყალსაცავზე, დევიმ, მისი ვაჟი და ირმას დისშვილი, კატერით სასეირნოდ წაიყვანა.
სწორედ ამ დროს მოხდა, ეს უბედური შემთხვევა – ნავი, დიდ ტურისტულ გემს შეეჯახა. დევი ხედავდა, რომ ნავი გემს ეჯახებოდა და ყვიროდა, მაგრამ ძრავის ხმაურში, მისი ყვირილი ვერავინ გაიგო. ბავშვები, წყალში ჩაცვივდნენ
ორივე, გემის პროპელერმა ჩაითრია. ირმას დისშვილს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ფეხის თითების ფალანგები დამსხვრეული, მაგრამ, როგორღაც, ზემოთ ამოსვლა მოახერხა. ვიტალის კი, ერთი კვირა ეძებდნენ
ამ უბედურებით სასოწარკვეთილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად, დევის, ეკლესიის მშენებლობის დაწყება ურჩია.
დევიმ, ბინა გაყიდა და მეუღლისა და შვილის სახელზე, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესია ააშენა. ეკლესიის შესასვლელში, ირმას და მისი ვაჟის ვიტალის სახეები დააწერინა.
წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელზე თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აშენების იდეა, 1998 წელს საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმებს:
მერაბ ჯოხარიძეს, კახა ბუბაშვილს, მარინე ინწკირველსა და თინათინ ქორიძეს დაებადათ. ექიმები თვლიდნენ, რომ ტაძრის სიახლოვე, გააიოლებდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პატარა პაციენტთა მონათვლასა და ზიარებას.
ეკლესიას, 1999 წლის 12 აგვისტოს – დევის ვაჟის – ვიტალის დაბადებისა და გარდაცვალების მეორმოცე დღეს ჩაეყარა საფუძველი.
მშენებლობის პროცესში, დევის მხარში ედგა სულიერი მოძღვარი, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო მატერიალურად დაეხმარნენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე ბატონი გია ჭანტურია და ბატონი ვლადიმერ გურგენიძე. დარბაზული ტაძრის პროექტი უსასყიდლოდ შეადგინა არქიტექტორმა ლერი კუპრაშვილმა. 2002 წლის 17 დეკემბერს მეუფე დანიელმა ტაძარი აკურთხა.
ტაძარი აიგო ანანურის, ნიჩბისის, ზაჰესის კლდის ქვებითა და ძველი ქართული წითელი აგურით. იატაკი დაგებულია ხარაგაულის კირქვით. ტაძრის კანკელი, კარები და ხის სამუშაოები შეასრულა გია მუზაშვილმა. ტაძარს წმინდა ბარბარეს დიდი ხატი შესწირა ტარიელ მენაბდემ.
ტაძარს აქვს დასავლეთის და სამხრეთის შესასვლელები. ეკლესიაში მოწყობილია ქორედი მგალობელთათვის. დასავლეთის შესასვლელის ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე გამოყვანილია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა, შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი. ტაძარი გადახურულია წითელი კრამიტით და აგვირგვინებს ლამაზი ჯვარი. ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ილია წერეთელი.
ირმას მეუღლე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა მეუღლისა და შვილის სიკვდილი, წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა – ცოლი აღარ მოუყვანია. მან უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, რაც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა.
2016 წლის დასაწყისში კი, ირმას ოჯახში მესამე უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც ეს საბედისწერო ჯაჭვი შეკრა.
დევის, ავლაბარში პატარა ბინა ჰქონდა. ერთ დღეს, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა სცადა, თუმცა ვერ გაუმკლავდა და ამ ხანძარმა შეიწირა. დაიწვა, ოჯახის ყველა ფოტო. დევი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – ირმა 25 წლის იყო, მათი შვილი კი – 15 -ის ხდებოდა.
ავტორი: რუსა ღვანიძე
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ!

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close