ვიდეომისტიკასიახლეები

იდუმალებით მოცული სახლი კოჯორში, სულები ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)

იდუმალი სახლი კოჯორში. ამბობენ, ამ სახლში მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომლის შვილებსაც სახლი სესხის სანაცვლოდ ბანკში დაუგირავებიათ. მოხუცი სახლში გარდაცვლილი უნახავთ, დაუკრძალავთ და ამის შემდეგ დაწყებულა აქ უცნაური ამბები. როგორც ამბობენ, აქ სულები დასახლებულან და ღამით მათი ხმები ისმის, თან არც ისე მეგობრულები არიან, როგორც ჩანს, რადგან ადამიანებს თავს ესხმიან და ზოგსაც გულს უხეთქავენ.


ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ სახლის აგილას იუნკერების სასაფლაო ყოფილა და სახლი ზედ აუშენებიათ. სწორედ იუნკერების სულები არიანო, ამ ვერსიის მომხრები ირწმუნებიან. ზოგი იმასაც ამბობს, რომ აქ წმინდანი იყო დაკრძალული და მისი სული დადის სახლის ცარიელ კედლებში სახლის გვერდით ეკლესია დგას და როგორც ამბობენ, ეკლესიაც სწორედ იმიტომ აუშენებიათ, რომ სულები წასულიყვნენ, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.
ძნელი დასაჯერებელია, რასაც ამ სახლის შესახებ ჰყვებიან, შესაძლოა, ბევრს გაეცინოსკიდეც, მაგრამ თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ აქ მართლაც სულები სახლობენ და თავად არიან ამის მოწმეები.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close