სიახლეები

ვინ არიან ფოთელი ძმები – „ბონჩო“ და „როკო“, რომელთა სახელი სასტიკ მკვლელობაში ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 37 წლის ზაზა გვასალია ქარელის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. საუბარია 2020 წლის 2 ივლისს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე, რა დროსაც 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცეს, სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს.

თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც.
მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი მაშინვე დააკავეს, ზაზა გვასალია კი სწორედ ახალხანს ქარელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ირკვევა, რომ მკვლელობის უკან საზღვრგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ ჯუმბერ ბაირამიდი დგას. მომხდარის მოტივად, ბაირამიდის კლანსა და კიდევ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის არსებული დაპირისპრიება სახელდება. ვინ არის ჯუმბერ ბაირამიდი? ეროვნებით ბერძენი 41 წლის ჯუმბერ ბაირამიდი ფოთიდან გახლავთ. იქ ცხოვრობენ მისი მშობლებიც. მას კრიმინალურ წრეებში „ბონჩოს“ მეტსახელით იცნობენ. „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს, 21 წლის ასაკში აკურთხეს. იგივე კრიმინალურ სტატუსს ფლობს მისი ძმა, სტავრო ბაირამიდი, მეტსახელად „როკო“. სწორედ ძმები ბაირამიდების სახელი ფიგურირებს 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეში. ბაირამიდები ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ. ძმები გავლენიანი „კანონიერ ქურდის“, მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის კლანს წარმოადგენენ. ჯუმბერ ბაირამიდი პირველად ფოთში ჯერ კიდევ 1994 წელს, 17 წლის ასაკში გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ კრიმინალური „ავტორიტეტი“ არაერთხელ იხდიდა სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close