საზოგადოება

“ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია… რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ” – რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნინი ქარ­სე­ლა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და მისი რჩე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 38 წლის თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლია. მე­დი­ა­ში გა­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუ­ქით” გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნი­ნის დედა, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და და­წე­რა, რომ მისი შვი­ლი უკვე დიდი ხა­ნია გა­თხოვ­და და ამ ამ­ბავს ოჯა­ხი მა­ლავ­და.


რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია… რამ­დე­ნი ხა­ნიც შევ­ძე­ლით, დავ­მა­ლეთ. ახლა კი საქ­ვეყ­ნოდ ვამ­ბობ, მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის! ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გა­მო­უგ­ზავ­ნა. და ამ დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ქვია.ულე­ვი სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა თქვენ” – წერს ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია. წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მას უკვე ჰყავ­და ოჯა­ხი, მე­უღ­ლეს და­შორ­და და ორი შვი­ლი ჰყავს. ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იძებ­ნე­ბა, თუმ­ცა მისი მიკ­ვლე­ვა საიტ Одноклассник-ზე შევ­ძე­ლით. წყა­რო AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ თაზო 3 წლის იყო, როცა მამა და­ე­ღუ­პა, დედა კი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და და ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მო­ბილ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ გა­ზარ­და. თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი პა­ნა­მის იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში ფი­გუ­რი­რებს, სა­დაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სია. ამ სი­ა­ში ვხვდე­ბით ისეთ ცნო­ბილ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, კობა ნა­ყო­ფია და სხვე­ბი… კონ­კრე­ტუ­ლად რა ბიზ­ნესს ფლობს ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, ან ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს, ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა “პა­ნა­მის” დო­კუ­მენ­ტებ­ში ასე­ვე იძებ­ნე­ბა მისი მა­მო­ბი­ლის – თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და ნა­ხე­ვარძმის ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძის გვა­რე­ბი. ნი­ჟა­რა­ძე­ებს ეკუთ­ვნო­დათ ფო­თის პორ­ტში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის და მშრა­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც წლი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ხეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, კე­ზე­რაშ­ვილს ბრა­ლიც წა­რედ­გი­ნა

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close