სიახლეები

ტრაგედია კახეთში-50 წლამდე კაცმა 28 წლის ქალი მოკლა, ხოლო მისი თანმხლები კაცი დაჭრა

ტრაგედია კახეთში – თელავში გვიან ღამით 28 წლის ქალი მოკლეს, დაჭრილია 32 წლის კაცი. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობს, კაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close