საზოგადოება

დიდი დაძაბულობა ივანიშვილის ოჯახში: ილიგარქი ანდერძს ცვლის – ვინ დატოვა მემკვიდრეობის გარეშე?

დიდი დაძაბულობა ივანიშვილის ოჯახში: ილიგარქი ანდერძს ცვლის – ვინ დატოვა მემკვიდრეობის გარეშე?
პოლიტიკური ანდერძის დაწერის შემდეგ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ცხოვრების მთავარი ანდერძის დაწერას იწყებს. სიუჟეტი ამ თემაზე “მთავარმა არხმა” მოამხადა.
ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული ბიძინა ივანიშვილს ახლა კიდევ ერთ გადაწყვეტილება აქვს მისაღები. საქმე ამჯერად მისთვის ყველაზე მთავარს, ქონებას ეხება. “შაბათის მთავარისთვის” ცნობილი ხდება, რომ ოლიგარქს ახალი ანდერძის წერა უკვე დაწყებული აქვს, მთავარი კი წინ არის.


“მთავარმა” გაარკვია ისიც ივანიშვილების ოჯახში ვის ემუქრება მემკვიდრეობის გარეშე დარჩენა.
სანამ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს რომელ შვილს რა ქონებას დაუტოვებს, “მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საფრანგეთიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის მილიარდელის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი. ოლიგარქის პირველი შვილი წლებია პარიზში ცხოვრობს და ოჯახს იშვიათად სტუმრობს. ბოლოს ის საქართველოში გაზაფხულზე პანდემიის დროს იმყოფებოდა. მაშინ, უტა ივანიშვილი ქვეყანაში კარანტინის გვერდის ავლით შემოვიდა, თუმცა, შესაბამისი უწყებები მისით არც კი დაინტერესებულან. ახლა კი, როცა ოჯახში მემკვიდრეობის გადანაწილება დაიწყო, აუცილებელი გახდა მისი საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლა.
ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სახლი, საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში მის უმცროს შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნის.17 ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი მამულები, სათბურებითა და სხვადასხვა ჯიშის მცენარეების პლანტაციებით გაწყობილი, ვერტმფრენის დასაჯდომი ორი ბილიკი, ერთი ეზოში მეორე კი სახლის თავზე. კალათბურთის სტადიონი, სტუმრების სახლი, ორანჟერეა. ივანიშვილების ეზოსია მოქცეული სოფლის ეკლესიაც და ისტორიული ძეგლი – ჭორვილის ციხე კოშკიც. ბიძინა ივანიშვილი მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობს, მის ჩასვლას ადგილობრივები სოფლის თავზე ვერტმფრენის გადაფრენით იგებენ. ბიძინა ივანიშვილის სოფელში “მთავარი არხის” გამოჩენას არავინ ელოდა, ჩვენს გადაადგილებას ჭორვილაში ივანიშვილების დაცვის წევრები და სუს-ის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
“შაბათის მთავარის” გამოჩენისთანავე ადგილობრივები მკაცრად გააფრთხილეს, რომ ეზოს გარეთ თუ გამოვიდოდნენ პრობლემები შეექმნებოდათ.
ჭორვილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ვაჟს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნის შეკვეთილში, 55 ჰექტარი მიწის ფართობიც. სასტუმრო პარაგრაფი, დენდროლოგიური პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა დანარჩენი სივრცე ოლიგარქის უმცროსი ვაჟის სახელზეა გაფორმებული. სიმწვანეში ჩაფლულ ზღვის სანაპიროს ივანიშვილები ხშირად სტუმრობენ.
2019 წელს ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში იყიდა. ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრია დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტზე დღეს მილიარდერი მორიგ ბიზნეს გეგმას ახორციელებს. ოლიგარქის ქონებებიდან სწორედ აბასთუმანია ერთადერთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა. აბასთუმნის მოსახლეობისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დაბას ერთი მფლობელი ჰყავს და ეს ბიძინა ივანიშვილია.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები დარწმუმებულები არიან, რომ მას ახლა ყველაზე მეტად მილიარდების დაკარგვის ეშინია, ამიტომაც გადაწყვიტა ქონება ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვაზე გადააფორმოს. მილიარდელის ყოფილი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ქველმოქმედების სახელით გადაცემული კომპანიების უკან, კვლავ ბიძინა ივანიშვილი დგას. ქველმოქმედის სახელის მოხვეჭა თუ მორიგი ტრიუკი – ის, რომ პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული “ოცნების” მეთაურის მთავარი საფიქრალი დღეს ქონების გადამალვაა ეჭვი “ოცნების” პარტიის ყოფილ წევრებს არ ეპარებათ
ვის დარჩება “ქართული ოცნების” შავი სალარო, რომელსაც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მართავდა, ახლა ეს მთავარი კითხვაა. “შაბათის მთავარის” ინფორმაციით, მილიარდელის ნდობით აღჭურვილი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ელაპარაკება და ცოტა ხნის წინ ჯერ მოსკოვში გაემგზავრა, საბოლოოდ კი, საცხოვრებლად სავარაუდოდ ლონდონში წავა.
ჟუტრნალისტ-გამომძიებლები, რომლებმაც “ოცნების” შავი სალაროს წარმომავლობა კარგად იციან, დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილის მოვალეობას დის შვილს, კახა კობიაშვილს ან კიდევ ერთ ნათესავს შმაგი კობახიძეს ჩააბარებს.
ივანიშვილების ოჯახში ვის რა მემკვიდრეობა შეხვდება ან ვინ რა ქონების გარეშე დარჩება ეს ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. როგორც ჩანს ივანიშვილების ოჯახში დრამა გრძელდება, რადგან გასაყოფი კიდევ ბევრია.
წყარო: მთავარი არხი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close