სიახლეები

შაქარაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულებს პირისპირ შეხვდა: “მკვლელი ხარ… ხო გელანდება ჩემი შვილის სახე, კიდევ მოგელანდება… თქვენ საფლავზე ძაღლიც კი არ მივა” – (ჩანაწერი სასამართლოდან)

“ჩემი შვილის საფლავზე ამ დრომდე ხალხის ნაკადი არ წყდება, თქვენ საფლავზე კი ძაღლიც კი არ მივა”- ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს.თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლის დაკითხვის სტენოგრამას “ნოდარ მელაძის შაბათი ავრცელებს”.
ჩანაწეის მიხედვით, თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: “ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. ლარგად დაიმახსოვრე მისი სახე”.


შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირი დამნაშავეები კი არა “მკვლელები არიან”.
“მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები”- ამბობს შვილმოკლული დედა დაკითხვისას.
გარდა ამისა სტენოგრამის მიხედვით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულებსა და თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლს შორის სიტყვიერი შეკამათებაც მოხდა.
ჩანაწერში ისმის ბრალდებულის სიტყვა – “ვნახოთ”, რაზეც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს: “იმუქრები?… შენ ხარ მკვლელი, შენი უნდა მჯეროდეს და ამირხანაშვილის არა?!”.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close