სიახლეები

“ვაქცინაცია ღარიბ ქვეყანაში არ დაწყებულა “ვფიქრობ, ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ – ამირან გამყრელიძე-შეგახენებთ რომ 8 იანვარს სომხეთში ვაქვიანცია დაიწყო

დაავადებათა კონტროის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაცია ჯერ არც ერთ ღარიბ ქვეყანაშ არ დაწყებულა და პროცესი მხოლოდ მდიდარმა ქვეყნებმა დაიწყეს, რაც ამირაგ გამყრელიძის თქმით ჯანმოს უკმაყოფილებასაც იწვევს
რაც შეეხება საქართველოს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ვაქცინაცია მარტში დაიწყება: 


“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად. ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში. Ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ” – ამბობს გამყრელიძე “პალიტრანიუსთან”.
საქართველოს მთავრობსი მტკიცებით საქართველოს მთავრობის მტკიცებით რეგიონში საქართველო მოწინავე ადგილზეა ვირუსზე ბრძილაში, თუმცა საქართველოში ამ დრომდე გაურკვეველია როდის შემოიტანენ ვაქციანს როცა 18 იანვარ სომხეთში ვაქვიანცია დაიწყო.
8 იანვარს, აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ~ კომპანია Sinovac-ის ვაქცინით დაიწო.
“სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ აზერბაიჯანისთვის საუკეთესოა კომპანია Sinovac-ის ვაქცინა, რომელმაც კლინიკური კვლევები რამდენიმე ქვეყანაში წარმატებულად გაიარა და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა”, – აცხადებს აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოგტაი შირალიევი.
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა აღნიშნული ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა.
“COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეფექტი უახლოეს დროში თვალსაჩინო გახდება”, – ამის შესახებ ზაურ ალიევმა, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიას დაამარცხებს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close