სიახლეები

“ოცნების” ყოფილი დეპუტატის სკანდალური განცხადება-“ჩემი რძალი მოკლეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა”

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ენზელ მკონიანი რძლის გარადაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. წინასაწარი ვერსიით, მკიანის ძმის ცოლმა სიციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მკოიანის თქმით, მისი ოჯახის წევრმა ხელისუფლებისგან მომდინარე სტრესს ვერ გაუძლო. ყოფილი დეპუტატის თქმით, მომხდარს წინ უძღოდა მისი ძმის ავტომობილის აფეთქება და მისი შვილის დაკავება.


“ეს არ იყო თვითმკვლელობა, ის მოკლეს. ამ ზღვრამდე მიიყვანეს. ჯერ ჩემი ძმისშვილი დააკავეს. ითხოვდა, ტელეფონით, მაინც გამაგონეთ ჩემი შვილის ხმა ციხიდანო, მაგრამ არ ალაპარაკებდნენ. შემდეგ მისი ქმარი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ამის შემდეგ საგადასახადო შევიდა ყველა იმ კომპანიაში, რომელსაც ჩემი ძმა ფლობდა. გამოწერეს მილიონიანი უაზრო ჯარიმები. მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ეს უკანონობით გამოწვეული მკვლელობაა.
 მათ მოკლეს ქალი. ვაფრთხილებდი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომ ჩემი ოჯახის ტერორი შეეწყვიტათ, რომ ასეთ ტერორს ოჯახი ვერ გაუძლებდა, მაგრამ მაინც არ შეწყვიტეს. არ არსებობს მაჟორიტარი ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ვიზეც ასეთი ტერორი მიმდინარეობდა. მე ვიყავი ტერორის მთავარი მსხვერპლი”- აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close