სიახლეები

სკანდალური ქადაგების გამო დეკანოზ თადეოზს პასუხისმგებლობა დაეკისრება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება. განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


მეუფე დეკანოზის ქადაგებას სახარების სწავლებასთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეპარქია უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას. “მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”, – აცხადებს მეუფე დანიელი.
წყარო: https://ntv.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close