სიახლეები

“ექიმმა სხვები ამშობიარა… ფულის ღორი… ბავშვი მუცელში გაიგუდა” –საზარელი შემთხვევა გორში

ხმაური იყო გუშინ საღამოს გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში. მშობიარე, ახალგაზრდა ქალის ოჯახი ჩვილის გაგუდვაში ექიმებს ადანაშაულებს.
მათი თქმით, 28 წლის ქალი სამშობიაროში 28 იანვარს, დილით შეიყვანეს, თუმცა პროცესი ექიმების დაუდევრობით გაჭიანურდა და საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩატარდა, რაც ნაყოფის სიკვდილით დასრულდა.


“ბავშვს არაფერი არ სჭირდა, რაღა იმ წუთში დაემართა, უპატრონოდ, აყვანილი ექიმი სხვაგან იყო გასული, სხვები ამშობიარა, ფულის ღორი, ბავშვს დაუგვიანა მშობიარობა და ბავშვი გაიგუდა მუცელში” – ამბობს მშობიარის ბებია.
ფაქტს ეხმაურებიან კლინიკის ადმინისტრაციაშიც.
,,დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები”,-აცხადებენ “იავნანაში”.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close