სიახლეები

“ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ” – დედას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ, უმძიმესი ვიდეოკადრები

შიდა ქარ­თლში დე­დას მცი­რე­წლო­ვან შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას და უმ­ძი­მეს ვი­დე­ო­კად­რებს “რუს­თა­ვი 2” ავ­რცე­ლებს.
ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მათ ვი­დე­ო­მა­სა­ლა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მი­ა­წო­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.
“ღამე მო­ვიდ­ნენ პირ­ველ სა­ათ­ზე, თქვენ ბრა­ლი გე­დე­ბათ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა­შიო. ალყა ისე შე­მო­მარ­ტყეს, გე­გო­ნე­ბა მკვლე­ლი არი­სო და არ­სად გა­იქ­ცე­სო.
ლო­გინ­ში ჩა­იფ­სა და მა­გი­ტომ და­ვარ­ტყი, ყო­ველ­დღე არ ვცემ, სხვა დროს მე ჩემი შვი­ლე­ბი არ მი­ცე­მია. მი­თხრეს დრო­ე­ბით უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბიო.
მე და ჩემს მე­უღ­ლეს დავა გვაქვს სა­სა­მარ­თლო­ში, მე­ზობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, და­დი­სო და ქრთამს სთა­ვა­ზობს ხალ­ხს, ან ვი­დეო გა­და­გი­ღონ, ან რა­მე­ში გა­მო­გი­ჭი­რო­სო, რომ ბავ­შვე­ბი წა­გარ­თვა­სო,”- აცხა­დებს დედა “რუს­თა­ვი 2”-თან სა­უ­ბარ­ში.
ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ე­წო­და სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს. ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მცი­რე­წლო­ვა­ნი სა­ა­გენ­ტომ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, საქ­მე­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close