საზოგადოება

იცით, საქართველოს მთავრობა რას მთხოვს? წარმოუდგენელი გულის ამრეობა ხდება ქვეყანაში!

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი  Oper Magazin-მა 2020 წლის საუკეთესო ქალ მომღერლად დაასახელა. როგორც ანიტა სოციალურ ქსელში წერს, ცნობილი გამოცემისგან გამოგზავნილი ჯილდოს ტრანსპორტირებაში  საქართველოს მთავრობისგან წინააღმდეგობებს გადააწყდა.
„ჯილდო ჩამომივიდა თბილისში Oper Magazin-ისგან რომელმავ 2020 წლის საუკეთესო ქალ მომღერლად დამასახელა!


იცით, საქართველოს მთავრობა, ქურდების და კრიმინალების მსგავსად რას მთხოვს? რომ ჯილდოს წამოღებაში ფული უნდა გადავიხადო თურმე! ბრავო! გულის ამრეობის პიკი ხართ! თან დამავალდებულეს რომ მეთქვა შიგნით რა არის! ანუ წარმოუდგენელი გულის ამრეობა ხდება ქვეყანაში!
იმის გამო რომ ფოსტა მიხსნიდა ჩემს წერილებს რამოდენიმე წლის წინ ავუკრძალე ყველა თეატრს საქართველოში რაიმეს გამოგზავნა და ეს რა მივქარე, ამათ რომ ვუთხარი თბილისში გამომიგზავნეთ-მეთქი!“, – წერს მომღერალი.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close