სიახლეები

სკანდალი-“ოცნების”ტიტუშკები-(ფოტო) – “მელაშვილს უთვალთვალებდნენ – სქემა კი ასეთია…”

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
სქემა მარტივია და ასე მუშაობს: ივერ მელაშვილს უთვალთვალებდნენ, მაღაზიაში შესვლისთანავე “ტიტუშკა” მიუგზავნეს, რომელსაც მისთვის “მოღალატე” უნდა ეძახა და ეს გააკეთა კიდეც.

დარწმუნებული ვარ, კიდევ ვიღაც იღებდა, უბრალოდ, ამ ვიდეომ ყველას დაასწრო – ეს ვერ გათვალეს.

მანამდე მენეჯერი, დაცვა, პერსონალი წინასწარ გააფრთხილეს, არ ჩარეულიყვნენ – დააკვირდით ვიდეოში მენეჯერის (პირველივე კადრებიდან ჩანს) და ერთერთი გოგონას (სპეცფორმაში),ასევე დაცვის ქცევას – უცნობ დებოშიორს მაღაზიაში ასე მოწიწებით ექცევიან? აბა, სცადეთ ხვალ, რა დღეს დაგაყრიან…

ხომ გახსოვთ, კუჭაშვილის სქრინი, მესიჯბოქსის: “ყველაფერი, გმირის გარდა…” – ქმნიან სურათს, რომ ვითომ მოსახლეობა ივერის გამოჩენას პროტესტით ხვდება და მოღალატედ მოიხსენიებს…

ამ კომიკური ტიპის ფრაზაზე კი: “ჩემისთანები იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის, შენისთანები მოღალატეები იყვნენ…” კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ დავამატებ, დარწმუნებული ვარ, არსადაც არ უბრძოლია, იდენტიფიცირებულია – ბაქარ ადამიაა.

“მთავარმა არხმა” ისიც გაარკვია, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ჯამაგირს და ასევე, კრიმინლურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია.

გარდა ამისა, ტიპიური “ტიტუშკის” ქცევა – ვინმეს სჯერა, რომ ეს ბიჭი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საყიდლად შევიდა მაღაზიაში? იმას თავი გავანებოთ, რომ პირბადის ტარების წესებს არღვევს – რა ენაღვლება…

საინფორმაციო ომია, ჩვეულებრივი, მხარდაჭერა შეგვიძლია მხოლოდ მხილებით – გააზიარეთ, დასქრინეთ, დააკოპირეთ: სულერთია, ოღონდ ბევრმა ნახოს. ქოცებს მაინც არაფერი ეშველება, მაგრამ ე.წ. ნეიტრალურებს ავუხსნათ ეს მარტივი სქემა…”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close