სიახლეები

„ტყუილია ყველაფერი, რასაც წერენ, გიჩვენებენ და ავრცელებენ” – რატომ აპროტესტებს ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებს?

ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის ვიდეოკადრებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ორი დღის წინ გავრცელდა თემურ წიკლაურის ვიდეო, რომელშიც მომღერალი კორონავირუსს ახსენებს. ამ კადრებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა – ერთ-ერთი ვერსიით, მან ეს სიმღერა კოვიდ 19-ით დაინფიცირების დროს იმღერა.


“ყველას გთხოვთ (განსაკუთრებით სააგენტოებს) გაავრცელოთ ჩემი ეს განცხადება. საჯარდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მითუმეტეს ავადმყოფობის დროს და მითუმეტეს არ გაურცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ. – ტყუილია ყველაფერი რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ… ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემს მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს”, გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების” ერთობლივი პროექტის – „ლაივ კონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან”, ფარგლებში. მსგავსი სახის ლაივ-კონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის – 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს. თუ ვინმეს რამე აინტერესებს დანარჩენზე პირადად მე მომმართეთ!”, – წერს ბესო ჩუბინიძე.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close