სიახლეები

(ვიდეო) – “კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ” – რა მოხდა პირდაპირ ეთერში?

ნიკა მელია “რუსთავი 2”-ის ეთერიდან, ირაკლი იმნაიშვილს გადაცემიდან დროზე ადრე წამოვიდა – წამოსვლას წინ უსწრებდა კამათი:
ნიკა მელია:
-რა შალვა რამიშვილი და რა თქვენ რა… უბრალოდ დავარცხნილი, დაქარგული, რაღაცა… ჩვეულებრივი შალვა რამიშვილი მიზიხართ წინ… გეკითხებით, ნაციონალური მოძრაობის სასამართლო და ქართული ოცნების სასამართლო – სხვაობას 1 პროცენტი მაინც ხედავ? ამაზე პასუხი ჩემთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა მივიღო გადაწყვეტილება, დავრჩე, თუ წავიდე…
ირაკლი იმნაიშვილი:


-სხვაობა ამ ეტაპზე არ ჩანს…
ნიკა მელია:
-ამას ვცდილობ აგიხსნათ, აქ დგას იგივე პრობლემა, რაც 2006 წელს იყო…
ირაკლი იმნაიშვილი:
-თქვენ ახლა არ ხართ პასუხისმგებელი…
ნიკა მელია:
-დავასრულოთ, თუ შეიძლება გადაცემა…
ირაკლი იმნაიშვილი:
-კი, ბატონო, არ მეგონა, თუ ახალი თავჯდომარე არ იქნებოდა მზად შეკითხვებისთვის…
ნიკა მელია:
-არ ვარ მზად უნამუსობისთვის თვალებში ჩასახედად… ყველა ვინც უწყობს ხელს ოლიგარქის რეჟიმის გაძლიერებას, ჩემთვის არ არის მისაღები… კობახიძე ირაკლი უფრო დასაფასებელია ვიდრე თქვენ.
ირაკლი იმნაიშვილმა თავის მხრივ, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა ნიკა მელია, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოიხსნა მიკროფონი და სტუდია დატოვა. ეს იმ იშვიათი შემთხვევათაგანია, როცა ფრაზას, გთხოვთ, დავასრულოთ გადაცემა, ამბობს რესპოდენტი და არა ჟურნალისტი.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close