სიახლეები

“სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება” – ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ, რომელიც პანდემიის შემდეგ გველის

“სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება” – ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ, რომელიც პანდემიის შემდეგ გველის
პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება – აღნიშნულის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი საუბრობს. მან ამ ყოველივეზე YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.


გეითსი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება არის ის უდიდესი საფრთხე, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.
„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
მან ასევე ისაუბრა ბიოტერორიზმზეც, რომლის წინაშეც კაცობრიობა დადგება:
„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close