საზოგადოება

”3 პატარა ბავშვი უმამოდ დარჩა… დედა და შვილები კი სასწაულებრივად გადარჩნენ…” – ეს ის ოჯახია, რომელიც გუშინ 50 მეტრის კლდიდან გადავარდა

გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,მამათის მკვიდრის 50 წლის სოსო კილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახელმწიფო დაცვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო.
ავტომობილი 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, დაშავდა გარდაცვლილის მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, თუმცა ოთხივ გადარჩა და ნორმალურად არიან.
როგორც “გურიის მოამბეს” გარდაცვლილის ახლობელმა უთხრა, გადავარდნის შემდეგ მამაკაცს ღვედი ვერ გაუხსნია.
“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, მეუღლეც ეხმარებოდა თურმე, მაგრამ ვერ გამოიხსნა და დაღუპულა საწყალი. ცოლ-შვილი კარგადაა, უკარგესი კაცი წავიდა ჩვენგან, დიდი ტრაგედია მოხდა”- გვითხრა დაღუპულის ახლობელმა.
წყარო: გურიის მოამბე


May be an image of 4 ადამიანი და people smiling
May be an image of 2 ადამიანი
May be an image of 6 ადამიანი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close