სიახლეები

“ვუთხარი, შენ მალე ჩემი ცოლი გახდები-თქო…” – ვინ არის კახა კუჭავას მეუღლე“ვუთხარი, შენ მალე ჩემი ცოლი გახდები-თქო…” – ვინ არის კახა კუჭავას მეუღლე

გადაცემა “სთორიში” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ მისი და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია გაიხსენა.
ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა პირველად ნახა, თუმცა მალევე მივლინებაში წავიდა და მასთან განშორება მოუწია. მასთან განშორებამ კი მისი კიდევ ნახვის იმედი დაუტოვა. “ლიზა 2007 წელს გავიცანი, წარმოშობით რუსია, გავიცანი ზაფხულში, ერთადერთხელ ვნახე, ერთ საღამოს, მამამისი საქართველოშია გაზრდილი, სკოლა აქ აქვს დამთავრებული, ძალიან ახლოს არის საქართელოსთან. საქართელოში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ მე მომიწია მივლინებაში წასვლა, დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა და თითქოს რაღაც იმედი, რომ ხვალ და ზეგ ისევ ვნახავდი”, – ამბობს კუჭავა.

კახას იმედები გამართლდა და როგორც თავად ამბობს, დაახლოებით ერთ წელში მომავალი მეუღლე ისევ ნახა, ოღონდ ამჯერად მეგობრის ქორწილში, სადაც თამადა იყო. “დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა მისი დაქალი მოიყვანა ცოლად და ისე დაემთხვა, რომ მე ვიყავი ამ ქორწილში თამადა. ყველაფერი კარგად წავიდა და მახოვს გავეხუმრე კიდეც, შენ მალე ჩემი ცოლი გახდები-მეთქი. გაეცინა, მაგრამ საბოლოო ჯამში 6 თვეში ჩემი მეუღლე გახდა”, – ამბობს კახა კუჭავა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close