სიახლეები

მე მამა ვარ… მეცოდება ჩემი შვილი – რას ამბობს ანზორ მელია შვილის შესაძლო დაკავებაზე

„მე ამაყი ვარ, მე მამა ვარ, მე მშობელი ვარ, რომ მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავს, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის. თავს არ ზოგავს, კი მეცოდება ძალიან, მაგრამ ამავე დროს მეამაყება“ – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.     „ვერაფერი ვერ მოუძებნეს ნიკას, მარტო გირაო მოუძებნეს, მე ამაყი ვარ, მე მამა ვარ, მე მშობელი ვარ, რომ მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავს, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის.
თავს არ ზოგავს, კი მეცოდება ძალიან, მაგრამ ამავე დროს მეამაყება, გრცხვენოდეთ თქვენც ოცნების წევრებო, პარლამენტში რომ იჯექით დღეს გავრილოვიჩებო, გავრილოვნებო, არ გრცხვენიათ?

სად გაიზარდეთ, რომელ ოჯახში გაიზარდეთ, როგორ არ გრცხვენიათ, როგორ მიდიხართ სახლში და ცოლ შვილს უყურებთ თვალებში. დადგება თქვენი დრო მალე და ნახავთ რა დაგემართებათ. პარლამენტი კი არა ჯოგი ხართ ჯოგი შეყრილი მანდ“, – განაცხადა ანზორ მელიამ. ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა. 12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close