
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვნის მამიდა ციალა ცეცხლაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გარდაცვლილ გოგონას ბაბუასთან და სხვა ნათესავებთან კარგი ურთიერთობა ქონდა და არასრულწლოვანზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ.
„მე თბილისში ვახლდი ნინის ექსპერტიზაზე, თუმცა არ ვიცი რა პასუხი მოვიდა. ჩემთან ხშირად რჩებოდა, რადგან მარტო ვარ სახლში. არასდროს უთქვამს ბაბუაზე საყვედური. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა ბაბუასთან. ეს ამბავი რომ შეემთხვა კი მითხრა, პირველად ბიცოლებს უთხრა. მომიყვა შემაცდინა ნიკა ტაკიძემ, მომიყვანა და დამტოვაო. მე სხეულზე არ დამითვალიერებია და სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. არასდროს არ უთქვამს ცუდად მექცეოდნენო. არასდრის ხმაური და ჩხუბი არ ყოფილა ოჯახში. გვერდით სახლში ვცხოვრობ მე. რატომ დააკავეს ბაბუა არ ვიცი. ძალიან კარგი გოგო იყო, თბილი. ეს დღეები ცუდად ვარ და ვწევარ”- აცხდებს ციალა ცეცხლაძე. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი გოგონას ნათესავები დილიდან პოლიციაში იმყოფებიან.
წყარო:https://ntv.ge/news/1880–14-.html