სიახლეები

რა ვერ აპატია 17 წლის ბიჭმა საკუთარი დედას – შემზარავი ფაქტი კახეთში

რა ვერ აპატია 17 წლის ბიჭმა საკუთარი დედას – შემზარავი ფაქტი კახეთში
უმძიმესი შემთხვევა კახეთში – სოფელ განჯალაში 17 წლის მოზარდმა 42 წლის დედა ცივი იარაღით დაჭრა. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგანაც მას მრავლობით ჭრილობები აქვს როგორც გულ-მკერდის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში. 


მეზობლების ინფორმაციით, დაპირისპირება ორშაბათს ღამით მოხდა. ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასაწრაფო დახმარება დაა პოლიცია მივიდა. სავარაუდოდ, დაჭრა კომენდატის საათის დროს მოხდა. რა არის დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, ადგილობრივები ზუსტად ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო, რადგან დაჭრილი ქალი ქმარს გაშორებულია და შესაძლოა მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა.
ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ ეტპაზე მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 
„არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, რადგანაც დედა მაშინ დაჭრა, როცა კომენდატის საათი იყო და გარეთ მეზობლები აღარ გამოვდივართ. ჩვენ მომხდარის შესახებ მაშინ შევიტყვეთ, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიცია მოვიდა. ვინ რა უთხრა ამ ბავშვს და რაზე გააქეზეს, არავინ არ იცის. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ეჭვინაობა გახდა. 
„ვინ ჰყავდა ამ ქალს თუ რა მოხდა, არავინ არ ვიცით. რთული სათქმელია ვის ოჯახში რა ხდება. უბედურება ისაა, რომ დედა ასე გაიმეტა. ქალი ფაქტიურად დაჩეხილია. სხეულზე – ხელებზე, ფეხებზე და გულშიც დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. თავად დარეკა ბავშვმა სასწრაფოში თუ ვინ დარეკა, ესეც არ ვიცით. 
„ძალიან მძიმედ არის. რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ. ბიჭი მალევე დააკავეს. მგონი აქვე სახლთან დახვდათ“, – აცხადებს დაჭრილი ქალის ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“ საუბრისას.
17 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა უკვე ამოღებულია. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close