საზოგადოება

თამრიკო ჭოხონელიძე ნიკა მელიას გადაეფარა – რა კომენტარი გააკეთა მომღერალმა ნაცმოძრაობის ლიდერთან დაკავშირებით?

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟზე თავის მოსაზრებას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას სახით ხელისუფლება საქართველოს დიდ ნაწილს აპატიმრებს:
“ის, რაც ახლა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, გაუგებარია.

ყველა ვამბობთ იმას, რომ იქ მხოლოდ ნიკა მელია არ იდგა, ყველას კარგად ახსოვს, რომ იქ ბევრი ადამიანი იყო და, პირველ რიგში, ჩვენ, ყველა ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ვაპროტესტებდით იმას, რასაც ჩვენთვის ღირსების შელახვა ჰქვია. დღემდე ვთვლი, რომ ამ ადამიანების მხრიდან არასწორი ნაბიჯი ნამდვილად არ იყო გადადგმული და ნუთუ ამდენი ხალხი უგუნურების მორევში იყო? გამორიცხულია. ვფიქრობ, ამჯერად გაურკვეველ მდგომარეობაშია თვითონ ის მხარე, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას ცდილობს. ნიკა მელიას სახით ხელისუფლება საქართველოს დიდ ნაწილს აპატიმრებს. მართლა ვერ გავერკვიე ბევრ იმ საკითხში და ნაბიჯში, რასაც ხელისუფლება დგამს”, – განუცხადა ჭოხონელიძემ “კვირის პალიტრას”.
წყარო: კვირის პალიტრა



დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close