საზოგადოება

”არ შემეძლო ეს არ დამეწერა…” – ნახეთ როგორ გაახარა მთელი სოფელი გიორგი გახარიამ გადადგომამდე 5 წუთით ადრე

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს, 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ჟურნალისტი კი პრემიერობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაკეთებული საქმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს

აქვეყნებს. ”რომ არ დავწერო არ შემიძლია. მეორე დღეა წოდორეთი თოვლშია ჩაკეტილი!!! მაღაზიამდე ვერ ვაღწევთ!! გუშინ გადაცემაც “ჩავაგდე” – ვერ ჩავედი😢😢 დილით მეზობლების აჟიოტაჟმა გამაღვიძა😢 თოვლში მოსრიალებული მანქანები და მაღაზიამდე ვერჩასვლა, ცუდად რომ გახდეს ვინმე – სასწრაფოს მოსვლაც შეუძლებელია!!! დავრეკე პრემიერის აპარატში და ჩემი სოფლის პრობლემები გადავეცი!!! 3 წუთში მცხეთის მერიიდან დაიძრა მარილის მანქანები და ანგარიში ჩამაბარეს🙌🙌 5 წუთში გახარია გადადგა!! დასკვნა: ბოლო წუთამდე ადეკვატურად ასრულებდა თავის მოვალეობას!!! პ.ს. და პრემიერზე რომ არ უნდა ეკიდოს არჩევნებიდან დაწყებული წოდორეთში მარილის დაყრით დამთავრებული ყველა საქმე – ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ😎 ეს რატომ დავწერე იცით? გამიკვირდა: გადადგომის ბოლო წუთამდე იყო პოსტზე და ბოლო წუთამდე შეასრულა თავისი მოვალეობა – ქვემდებარე რეგიონში მოაგვარა პრობლემა” – წერს ჟურნალისტი.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close