სიახლეები

შემზარავი ავარია ქარელი-გორის მონაკვეთზე – 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა, არიან დაშავებულები

შემზარავი ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე – შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რა დროსაც მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან

ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შემზარავი ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე – შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რა დროსაც მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
წყარო:ntv.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close