სიახლეები

გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხანდაზმული მამაკაცი რეალური მკვლელის გასამართლებამდე გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად ბრალდებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე, საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე გარდაიცვალა.
დამნაშავედ ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ, მისი ვაჟი, ნოდარ გამყრელიძე სცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თავად ომარ გამყრელიძის მიმართ კი, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.
85 წლის მოხუცისათვის ბრალის გადაკვალიფიცირება გამოძიების გარკვეულ ეტაპზე მოხდა და მას, განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მკვლელობაში დახმარება ედებოდა ბრალად.
 
გამოძიების ვერსიით, ომარ გამყრელიძე, საკუთარ შვილს, დედის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დაეხმარა და მას გეკოს ტიპის იარაღი გადასცა.
 
გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არცერთ ეტაპზე არ იყო.
 
„ყანდაურას ამბავი უპრეცედენტო დანაშაულია- ხუთი გარდაცვლილი საქმეში, ხანდაზმული ბრალდებული, რომელიც სხვების დახმარებით გადაადგილდებოდა და არცერთი მტკიცებულება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. სამწუხაროდ, ის სიმართლის დადგენას ვერ მოესწრო, მოწმეების მოყვანა ისე გაიწელა, რომ საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა. ვაპირებ, ომარ გამყრელიძის მიმართ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დავაყენო“, – განაცხადა ენდელაძემ.
 
გახმაურებული მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დროს, გამოიკვეთა, რომ გეკოს ტიპის იარაღზე, ომარ გამყრელიძის კვალი აღმოჩენილი არ იყო. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ისიც, რომელი იარაღიდან იყო დაჭრილი, ბრალდებულის მეუღლე, ელზა გამყრელიძე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
 
რაც შეეხება, ოთხ გარდაცვლილს, ოთხივე მათგანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, ხოლო ავტომატი, რომლითაც სავარაუდოდ ადამიანები დახოცეს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი არ ყოფილა.
 
ვიდეო ↓ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები (არქივი)

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ვიდეოს
ვიდეო




გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხანდაზმული მამაკაცი რეალური მკვლელის გასამართლებამდე გარდაიცვალა



დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close