საზოგადოება

ერთ-ერთმა ქართველმა შავმა ბერმა საჯაროდ ამიხსნა სიყვარული, რის გამოც ქმართან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა…

ნანიკო ხაზარაძე „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავას სტუმარი გახლდათ. ტელეწამყვანმა თავის პირად ცხოვრებაზე ბევრი უცნობი ფაქტი მოჰყვა. რაც შეეხება გადაცემის კულმინაციას – მან კონვერტი დაწვა, ისტორიის მთავარი გმირის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა მაყურებლის წინ საჯაროდ მოყვა, როგორ ეტრფოდა ბერი და რა პრობლემები შეუქმნა ქმართან ამ ისტორიამ.


ნანიკო ხაზარაძე: – ერთ ჟურნალში წერილით სიყვარული ამიხსნა ერთმა ადამიანმა. მთელი თბილისი მირეკავდა, წაიკითხეო? როცა წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი უნდა გამეცნო. იქ ეწერა, რომ ის ჩემში ხედავდა გრაალის მცველს, ყველაზე წმინდას, რაც კი შეიძლება ჩვენს პოპულაციას გააჩნდეს. ის ჩემში გადარჩენას ხედავდა და ამბობდა, რომ სულიერად ჩემზე ლამაზი არსება არ არსებობს პლანეტაზე. რედაქციაში დავრეკე და ქალბატონმა მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ წერილის ავტორი ამ ქალის შვილი იყო, შავი ბერი. გადის დრო, ორსულად ვიყავი და მირეკავს ტელეფონი, მე ვარ შავი ბერი, მამა … და მინდა შენთან შეხვედრაო. შემეშინდა, მანიაკი არ იყოს-მეთქი, თან ქმარი თბილისში არ იყო. დეიდაჩემთან დავუთქვი შეხვედრა. დანიშნულ დროს კარზე ზარი იყო. გავაღე და ახოვანი ბერი იდგა კართან, რომელიც ფსკვნილს ნერვულად ატრიალებდა. კონტაქტში შემოსვლა გაუჭირდა. არაყს ამოვიტან და ამოვალო. ამოვიდა და დალევის შემდეგ თავისუფლად ისაუბრა. მას შემდეგ კვირაში სამჯერ მოდიოდა სტუმრად. უკვე ამის ნიადაგზე ჩემს ოჯახში კონფლიქტი ხდებოდა, რადგან დაუპატიჟებლად მოდიოდა სტუმრად. ლევანიკო მეუბნებოდა, აღარ მოვიდეს, თორემ ცუდ რამე დავმართებო. დიდი ხანი ვანეიტრალებდი ამ ორი ადამიანის ურთიერთობას. ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ მართლა ვუყვარდი. მეგონა, კარგ ადამიანს ხედავს ჩემში და არა ხორციელი სიყვარულის ობიექტს და ქალს-მეთქი. მერე საპატრიარქოში გაუგეს, გაუშვეს, დასაჯეს, დააყუდეს… გავიდა დრო და ეს ბერი მივიდა უკვე ჩემს ყოფილ დედამთილთან, რადგან მისი სახლი იცოდა. მე გამოცვლილი მქონდა სახლი. მას უთხრა – დიდი მადლობა ნანიკოს, „ტოროლაში“ დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ყველაზე სწორ გზაზე დამაყენებსო. ასე, ყველაზე დიდი ცდუნება აღმოვჩნდი მე, რომელიც შეუყვარდა და შემდეგ დაადგა თავის სწორ საღვთო გზას. დღეს ის შავი ბერია.
წყარო: NTV.GE

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close