სიახლეები

”ერთხელ ქორწილში 5-ჯერ ესროლეს… ირანელი გოგო უყვარდა და უნდა ექორწინათ…” – ნიკა მელიაზე ეს არავინ იცოდა, ნახეთ რა საიდუმლოებს აეხადა ფარდა


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ მის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაზარდა.
მას პირად თემებსა ჟურნალისტებთან საუბარი არ უყვარს. ერთხელ პოლიტიკოსოს მამამ ანზორ მელიამ ისაუბრა, მის ცხოვრებაზე. ის დაქორწინებული არაა. 2014 წელს ნიკა მელიას შვილი, ალექსანდრე შეეძინა. მისი შვილის დედა მაიკო ბეგიაშვილია. „ნაციონლური მოძრაობის“

თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დამთავრებული აქვს საქართველოს უშიშროების აკადემია იურისტის კვალიფიკაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტი. მას აქვს სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. ფლობს რამდენიმე ენას: ესპანურს, ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს. იცის მეგრული. მამა, ანზორ მელია კარდიოლოგია, დედა, ნანა ცანავაც – ექიმი. ბაბუამისი, გიორგი ცანავა ცნობილი ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი იყო. ნიკას დაც ექიმია. ნიკას მამა ყველგან ატარებდა, მაგრამ ყველაზე ძვირი ნიკას კარატეზე ტარება დაუჯდა. „ვარჯიშიდან მოვედი, მამამ მითხრა, მანახე, რა გასწავლესო, მეც ვანახე დარტყმა ბრუნით და ხელი მოვტეხე – ექიმი კაცი მარჯვენის გარეშე დავტოვე, მთელი თვე თაბაშირში ჰქონდა”. – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა მელია. ის ასევე ამბობდა, რომ ჩხუბი ხშირად უწევდა. „ნამდვილად არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ, თუკი ათჯერ მიჩხუბია, აქედან ცხრაჯერ – სხვის გამო. არ ვიცი, ასე გამზარდეს, რომ სუსტი უნდა დამეცვა, მართალი კაცის მხარე დამეჭირა”. – ამბობს მელია. ერთ-ერთი ჩხუბი ქორწილში მოხდა. 20 წლის ნიკა ახლობლის ქორწილში იყო. ატყდა აყალმაყალი. ნიკამ დააშოშმინა. დამთავრდა ქორწილი და… ხუთჯერ ესროლეს. ერთ-ერთს არ ეპიტნავა გაჩუმება, სახლიდან იარაღი მოიტანა და ესროლა. ,,ერთი ტყვია მომხვდა წელის არეში. ბედად, რბილ ქსოვილებში გაიარა. არაფერ შუაში არ ვიყავი, ელემენტარულად ვეცადე გაშველება”. ნიკა ინგლისში სწავლისას მუშაობდა კიდეც. ,,ბედის ირონიაა, მელია მოხვდა ქათმების რესტორანში და გრილერად ვმუშაობდი – ქათმებს ვწვავდი მაყალზე. ხან გრილთან ვიდექი, ხან – სალაროსთან… ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიარე. დღეს სხვანაირად ვუყურებ ასეთ ადგილებში დასაქმებულ ახალგაზრდებს”. ინგლისიდან 2006 წელს წამოვიდა და არც მეტი არც ნაკლები, ქალს გამოეკიდა… ,,დღევანდელი გადასახედიდან – ეს იყო გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი. აქ განვიხიბლე ძალიან მალე”. მანამდე იყო სამწლიანი რომანი – ლონდონში გაზრდილი ირანელი გოგო, გაზელი უყვარდა. ოჯახი არ იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი, გოგონა მზად იყო, ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ ქორწინებამდე საქმე ვერ მივიდა. ,,ალბათ ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა… დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში…”. ამბობდა მელია.



წყარო : ”ფორტუნა”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close