საზოგადოება

“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში… მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ – ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს

“მელიაც და კობახიძეც ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ და თავის საქმეს გააკეთებენ — წინ იარეთ, ჩემო კარგებო!“ – ლელა კაკულია 2016 წელი, 7 დეკემბრის “მაესტროს“ ექსკლუზივს აქვეყნებს, სადაც ნიკა მელიას, ირაკლი კობახიძის და სხვა პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, რომელიც დღეს

აქტუალურია. “მე ირაკლი კობახიძეზე ვიწინასწარმეტყველე მანამდე, რომ ძლიერი ახალგაზრდაა. ასევე მომწონს ნიკა მელია — ძალიან კარგი მომავალი აქვს. შემდგომში მე მას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას. ის შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში და მისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება… • ახალგაზრდები არიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ — აქეთ კობახიძე და იქით მელია. ორივე საქართველოს შვილია და თავის საქმეს გააკეთებენ; • არც ირაკლი ალასანიაა ჩამქრალი პოლიტიკური ვარსკვლავი — ის კვლავ ამობრწყინდება, დაიმახსოვრეთ; • ყველაფერი შეიცვლება — პარლამენტიც, მინისტრთა კაბინეტიც, მთავრობაც — ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ; • მე არავის მხარე არ ვარ – მე ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეზე და პირნათლად ვასრულებ ჩემს მისიას!“ – აცხადებდა ლელა კაკულია “მესტროს“ ეთერში 2016 წელს. წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში კი დღეს ანახლებს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close