სიახლეები

ვრცელდება ვიდეოები, სადაც გუნდების დაწვას ცდილობენ, რათა დაამტკიცონ რომ მოსული თოვლი ყალბია და მას ბილ გეითსი აკონტროლებს (ფოტოები)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ყინვებისა და დიდთოვლობის გამო უკვე 58 ადამიანი გარდაიცვალა.სოციალურ ქსელშიკი ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები გუნდებს ცეცხლს უკიდებენ, რათა დაამტკიცონ, რომ მოსული ნალექი „ყალბია“. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ყინვა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ შტატებს უტევს. ამ ეტაპზე მილიონობით ადამიანი ელექტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმისათვის, რომ ფედერალური რესურსები შტატებისთვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.
„ევრონიუსის“ ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ თოვლი სინთეტიკურია და ცდილობენ შეთქმულების თეორია დაამტკიცონ გუნდებზე ცეცხლის წაკიდებით და განაცხადონ, რომ თოვლსაც მთავრობა აკონტროლებს.
ამ ვიდეოების ავტორთა ნაწილი ამტკიცებს, რომ თოვლს ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი აკონტროლებს, ხოლო კლიმატის ცვლილება გამოგონილია

ვრცელდება ვიდეოები, სადაც გუნდების დაწვას ცდილობენ, რათა დაამტკიცონ რომ მოსული თოვლი ყალბია და მას ბილ გეითსი აკონტროლებს

წყარო : newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close