სიახლეები

ჩცდ-ს გადაღებები დაიწყო – როდიდან გავა ტელევიზიებში ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი და ვინ აღარ მიიღებს მონაწილეობას?

სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო. თუმცა მის მიმართ საზოგადოების ინტერესეი არ დაკარგულა. როგორც “ჩემი ცოლის დაქალების” პროდუსერმა ირაკლი საღინაძემ “პრაიმამბებს” განუცხადა, სერიალის გადაღებას დიდი ჯგუფი სჭირდებოდა და კორონავირუსის დროს მათი ტრანსპორტირებაც კი რთული იყო.
” ჩცდ-ს ახალი სეზონის დაწყება იგეგმება მარტში. ჯერ გადაღებებიც არ დაგვიწყია, რადგან სამი ჯგუფი სჭირდება ამ სერიალს და 120 ადამიანის ყოველდღიურად ტრანსპორტირებაც კი დიდ ხარჯებთან არის

დაკავშირებული, აქედან გამომდინარე აზრი უნდა ჰქონდეს რასაც აკეთებ, ჩვენ დავიცავით წესები, პირველ ადგილზე დავაყენეთ ადამიანის ჯანმრთელობა და თებერვლის ბოლოს, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყება, გადაღებებიც განახლდება” – განაცხადა საღინაძემ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუ ირაკლი საღინაძესთან, რამდენიმე თვის წინ ჩავწერეთ და მან თქვა, რომ “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში ჩიკას გარეშე დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს პროდუსერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან ჩიკა სერიალის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა.
სერიალში ასევე დაბრუნდა მსახიობი მაკა ძაგანია და ბაია დვალიშვილი. სერიალში ითამაშებს ანი ტყებუჩავაც.
პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც კომენტარებიდან ვიგებთ, მე-17 სეზონის პირველ სერიას მარტში ვიხილავთ. ასევე, ცნობილია რომ ამჯერად სერიალი კვირაში მხოლოდ 2-ჯერ გავა.
წყარო: http://fbmediatv.com/

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close