სიახლეები

მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან – სკანდალები სოსო პავლიაშვილის შესახებ

მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან – სკანდალები სოსო პავლიაშვილის შესახებ
სოსო პავლიაშვილი მოსკოვში დაოჯახდა. მისი რჩეული მოცეკვავე ირინა პატლახია, რომელიც სოსოზე ბავშვობიდან გიჟდებოდა.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა სოსომ პირველ მეუღლეს დაშორებოდა. მომღერლის ვაჟი, ლევანიკო მასთან და პატარა დაიკოებთან  ერტად ცხოვრობს.
დის, მაკა პავლიაშვილის მოგონება სოსოზე:


„სოსო ჩემზე ოთხი წლით უფროსია, მაგრამ ტყუპებივით ვიზრდებოდით. პიონერთა სასახლეში სხვადასხვა წრეზე დავდიოდით. ვიოლინოზე ვუკრავდით. ეზოში ამდენ ბიჭს შორის ერთი გოგო ვიყავი.
ფეხბურთის თამაშის დროს კარში ვიდექი. უერთმანეთოდ ერთი დღეც ვერ ვძლებდით, ვგიჟდებოდით.
მახსოვს, სოსო პირველად რომ წავიდა პიონერთა ბანაკში. ერთი კვირის შემდეგ სიცხიანი ჩამიყვანეს, ვერ გავძელი მის გარეშე. სოსო ძალიან კარგად სწავლობდა, მე უფრო ზარმაცი ვიყავი. დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო.
მშობლები სოსოს ზედმეტად არ გააჩერებდნენ ქუჩაში, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაც იცოდა და ძმაკაცებიც. არაფერში ჩაიჭრებოდა.
იმ დონეზე ვიყავით შეშინებულები, დასასვენებლად რომ მივდიოდით, თან ვიოლინო მიგვქონდა. მერე სოსომ კონსერვატორიაში ჩააბარა, მე – მუსიკალურ სასწავლებელში. ჯარში წავიდა. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო სიმღერა და სიმღერების წერა“.
„იურმალა“
„ჯარიდან რომ ჩამოვიდა დაწერა „სამშობლო“. იმ წელს უნდა წასულიყო „იურმალის“ ფესტივალზე, მაგრამ მერაბ სეფაშვილი და ეკა კვალიაშვილი მიდიოდნენ და სოსომ გადაწყვიტა აღარ წასულიყო.
ჯერ არ ვარ იმ დონის მომღერალი, ამათ წინ გადავუხტეო. მეორე წელს თემურ თათარაშვილი იყო წასული და მერე სოსო წავიდა.
სოლოს სიმღერას თუ დაიწყებდა, არ მეგონა. გზა გაეხსნა თუ რა მოხდა, არ ვიცი. ყველა მისი სიმღერა განსხვავებული და ჰიტია.
„იურმალაზე“ რომ წავედით, არავინ გამოგვყოლია. მხოლოდ თემურ ყვითელაშვილი გვახლდა, გიტარაზე უკეთებდა აკომპანემენტს. ფინალში რომ გავდიოდით, სოსომ თქვა – ან გრან-პრი უნდა მომცენ ან სულ ბოლო ადგილი, სხვა არ მაინტერესებსო.
გამოცხადება მეხუთე ადგილიდან იწყება და რომ ჩავიდნენ ბოლომდე და სოსო გამოაცხადეს გრან-პრის მფლობელი, ვერ აგიღწერთ იქ რა მოხდა.
სოსო ჩაიკეცა და ხმას ვეღარ იღებდა, ტიროდა. მერე რაიმონდ პაულსმა დაიბარა, საავადმყოფოში იწვა მაშინ და ძალიან დიდი მადლობები უხადა. შვილო, საქართველომ ძეგლი უნდა დაგიდგასო. მერე მიიღო მოწვევა რუსეთიდან. ამ ფესტივალზე ირინა პანაროვსკაია იყო ჟიურის წევრი და მან მიიწვია.
რომანი ჟიურისთან?
სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორი, რომ ირინას და სოსოს მხოლოდ შემოქმედება არ აკავშირებდათ. ერთხელ სოსომ ინტერვიუშიც თქვა, მადლობელი ვარ, რომ ჩემმა ცოლმა ასე გამიგო, ამდენს ალბათ არც ერთი ცოლი არ მოითმენდაო. თუმცა, იყო თუ არა მათ შორის რომანი მხოლოდ პავლიაშვილმა და პანაროვსკაიამ იციან….
პირველი მეუღლე
„სოსოს ყოფილი ცოლი ჩემი მეგობარი იყო. მათ ერთი შვილი ლევანი შეეძინათ.
ნინო მხოლოდ რძალი და ლევანიკოს დედა არ იყო. ჩვენ ბავშვობა გვაკავშირებს. სოსო ჯარში რომ მიდიოდა, მაშინ გამაცნო. თვითონ კი კონსერვატორიაში გაიცნეს ერთმანეთი. ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ ვერც ფიზიკურ მონაცემებს და ვერც სხვა რამეს ვერ მივაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ იმ წუთას ჩემი ძმა იყო ბედნიერი.
სოსომ ლევანი რუსეთში წაიყვანა… ცუდი პერიოდი იყო თბილისში, საშიში და გადაწყვიტა წაეყვანა. მაშინ მატერიალურადაც კარგად იყო, უფრო ჰქონდა საშუალება. ბინა რომ გააკეთა, იმ წელს წაიყვანა.
შეიყვანა სუროვის სამხედრო სასწავლებელში. თავიდან გაუჭირდა, იმიტომ რომ რუსულ ენაზე იყო სწავლა. მერე ისე წავიდა საქმე, რომ თურმე აქეთ ასწავლიდა“,- იხსენებდა პავლიაშვილის და.
მეორე ქორწინება
სოსოს სამი შვილი – ლევანი, ლიზი და ალექსანდრა ჰყავს. გოგოები მომღერალს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.
მისი რჩეული ირინა პატლახია. თურმე, ირინა მასზე ბავშვობიდან გიჟდებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა სოსომ პირველ მეუღლეს დაშორებოდა.
„ირა სოსოსთან ანსამბლში ცეკვავდა. 14 წლის იყო, მამამისმა რომ მიიყვანა. ძალიან სთხოვა – შენი ფანია, ფანატიკურად უყვარხარ და უბრალოდ შენთან აცეკვე, აღარ შემიძლიაო. ირა ბავშვი იყო და სოსო ვერ შეხედავდა სხვანაირად, რა სისულელეა. მაშინ ლევანიკო პატარა იყო და ნინო და სოსო ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი იყვნენ. ეტყობა, ლევანიკო რომ წაიყვანა, მაშინ გადაწყვიტა ნინოს დაშორებოდა. თან ამბობდა, ფიზიკურად დავიღალე მარტო ყოფნით. ამ პატარა გოგომ იმხელა სითბო გამოაჩინა ჩემს ცხოვრებაში, ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე აღარ შემიძლიაო. ირას რომ ასე ძალიან არ ყვარებოდა, სოსო ამ ნაბიჯს ალბათ, არ გადადგამდა“,- იხსენებდა პავლიაშვილის და.
როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 56 წლის სოსო პავლიაშვილმა და 39 წლის ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს.
თავდაპირველად წყვილს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა – ახალგაზრდა ირინა სოსოს გამოსვლების დროს საცეკვაო ნომრებში მონაწილეობდა. მოგვიანებით მათ შორის რომანი გაჩაღდა. ირინას მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდ. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
სკანდალი
2013 წლის 23 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა.
ზაზიაშვილის ქუჩაზე „ML-ის ჯიპის“ მარკის ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. მოკლული 45 წლის ბიზნესმენი, ავთანდილ ადუაშვილია. როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ის სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს ზაზიაშვილის ქუჩაზე და დატოვეს, რადგან სროლის ხმა იქ არავის გაუგონია.
გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, რომ მკვლელობის უკან, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი დგას. ავთანდილ ადუაშვილი
პავლიაშვილის ძალიან ახლო, ბავშვობის მეგობარი, მეჯვარე და შვილის ნათლია იყო.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულნი არიან: ვახტანგ ჩხაპელია მომღერლის დის, მაკა პავლიაშვილის ქმარი, გელა უბილავა, კობა ყურუა, ვლადიმერ ქარჩავა.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე აქვთ წაყენებული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ასევე, ბრალდებულნი არიან: რამაზ ქარჩავა, მურთაზ გერგაია, თეიმურაზ ქობალია. მათ ბრალი სსკ 376-ე მუხლის საფუძველზე ედებათ (დანაშაულის შეუტყობინებლობა).
წყარო: “დაიჯესტი”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close