სიახლეები

[ვიდეო] საზარელი ავარია რუსთავში-ამ ავარიამ 25 წლის ახალგაზრდა შეიწირა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. 
25 წლის გოგა ხიდაშელი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ აფასებდა კლინიკის ანესთეზოლოგ-რეანომატოლოგი გიგა ნერგაძე.
შეგახსენებთ, რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა. “ინფინიტის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close