სიახლეები

(ვიდეო) ცხოველმა სცემა, ნახევარი თავი ბავშვს აღარ ჰქონდა…” – მოკლული ბიჭის ოჯახი, თარაშ კანდელაკის გათავისუფლებას აპროტესტებს

კრივში მსოფლიო ჩემიპიონის გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს. მას წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, სასამართლომ კი საქმის განხილვა ვერ მოასწრო და განაჩენის გამოცხადებამდე მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვების უფლება აღარ აქვს.
საქმე ეხება გასული წლის 8 ივნისს რესტორან “ჟოზეფში” მომხდარ ფაქტს, რა დროსაც 19 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენეს. ახალგაზრდა რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების მტკიცებით, თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები კანდელაკმა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თარაშ კანდელაკს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close