სიახლეები

ნიკა მელიას -გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა (ფოტოები)

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ნიკა მე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­იც­ნო. 2007 წლი­დან ის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. 2009-2010 წლებ­ში აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სი, შემ­დეგ კი თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. 2013-2014 წლებ­ში მთაწ­მინ­დის გამ­გე­ბე­ლი იყო და სწო­რედ ამ დროს იყა­რა კენ­ჭი თბი­ლი­სის მე­რის პოსტზე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სიით, აქე­დან­ვე ჩა­ერ­თო აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში.

2020 წლის 27 დე­კემ­ბე­რი­დან 41 წლის მე­ლია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­ჯდო­მა­რედ მოგ­ვევ­ლი­ნა. გრი­გოლ ვა­შა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­სა და ნიკა მე­ლი­ას შო­რის, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი. სხვა­თა­შო­რის, ნიკა მე­ლია, ისე­ვე რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, 21 დე­კემ­ბერ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის, ან­ზორ მე­ლი­ას ვაჟი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და. პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბო­და. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყვე­ბო­და, რომ 2003 წელს ინ­გლის­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი 2006 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკან დაბ­რუნ­და და ამის მი­ზე­ზი სიყ­ვა­რუ­ლი იყო – ლონ­დონ­ში, მა­შინ­დე­ლი ელ­ჩის გელა ჩარ­კვი­ა­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ღა­მო­ზე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გა­იც­ნო და სწო­რედ მას გა­მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ეს იყო რი­გი­თი გა­ტა­ცე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ ვფიქ­რობ­დი, გა­მოვ­ყე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ აქ დავ­რჩი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, გან­ვი­ხიბ­ლე, თან ძა­ლი­ან მალე” – ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლია. გან­ხიბ­ლუ­ლი ნიკა მე­ლი­ას ცხოვ­რე­ბა­ში მა­ნამ­დე იყო სამ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი – ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ლონ­დონ­ში გაზ­რდი­ლი ირა­ნე­ლი ქალი, გა­ზე­ლი შე­უყ­ვარ­და. ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეხ­ვედ­რია, არც ქალი იყო უარ­ზე ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ე­ღო, მაგ­რამ რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ მი­ვი­და.

“ალ­ბათ, ორი­ვე­ში გა­იღ­ვი­ძა ფო­ბი­ამ, რომ ერთი კულ­ტუ­რა სა­ბო­ლო­ოდ მე­ო­რეს ვერ გა­უ­გებ­და… დღემ­დე გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით. ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში…” – იხ­სე­ნებს პო­ლი­ტი­კო­სი. რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­ში გა­ზელ­მა მე­ლი­ე­ბის ოჯახ­ში და­რე­კა და ნი­კას მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­კი­თხა…

2014 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო მამა გახ­და. პა­ტა­რა ალექ­სან­დრემ მე­ლი­ე­ბის დიდ ოჯახს დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კარ­დი­ო­ლო­გი ან­ზორ მე­ლია ამ­ბობ­და, ის რომ შვი­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლე­ბო­და, მის და­ბა­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­ი­გო. ალექ­სან­დრე მე­ლი­ას დე­დას მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვილს კი არ იც­ნობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნიკა მე­ლი­ას გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და. თა­ვი­სი შვი­ლის დე­და­ზე პო­ლი­ტი­კო­სი დღემ­დე არ არის ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

მაია ბე­გი­აშ­ვი­ლი ნიკა მე­ლი­ა­ზე 8 წლით უფ­რო­სია. ის წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში მუ­შა­ობ­და. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

2005-2006 წლებ­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო ლე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი – გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძე ჰყავს. მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი ახლა 24 წლი­საა.

ნიკა მე­ლი­ას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის გრა­ფა­ში მხო­ლოდ მისი ვა­ჟის, ალექ­სან­დრე მე­ლი­ას სა­ხელს წა­ი­კი­თხავთ, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სი შვი­ლის დე­და­ზე ყო­ველ­თვის თბი­ლად სა­უბ­რობს.

“ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ჩემ თავს ვე­ღარ ვცნობ. ქალი და­ვა­ფა­სე სხვა­ნა­ი­რად. ვიგ­რძე­ნი რას გრძნობს ქალი, რო­დე­საც დედა ხდე­ბა. მა­ი­კომ ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უძ­ლო და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია ერ­თად ვართ. ჩემ­მა ოჯახ­მაც ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი” – ამ­ბობ­და ნიკა მე­ლია წლე­ბის წინ “ნა­ნუ­კას შო­უ­ში” სტუმ­რო­ბი­სას.

2019 წლის 27 ივ­ნისს, გავ­რი­ლო­ვის ღა­მის შემ­დეგ ნიკა მე­ლი­ას გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო, მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და: “ჩემს საყ­ვა­რელ მა­მი­კოს ინ­ფარ­ქტი აქვს და მა­ინც ვერ მძულ­ხართ ქო­ცე­ბო, უფრო მებ­რა­ლე­ბით. ნიკა მე­ლია, გულს გა­უფრ­თხილ­დი, ბან­დერ­ლო­გე­ბის დრო იწუ­რე­ბა…”.

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ოფი­სი­დან სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს. ის ამ­ჯე­რად წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია. პო­ლი­ტი­კო­სის მა­მამ, ან­ზორ მე­ლი­ამ “მთა­ვა­რი არ­ხის ეთერ­ში” იმ დღის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

“მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მაგ­რამ მას სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ეს სან­დროს არ უნდა გა­ე­გო. ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და. ჩემი მე­უღ­ლე ვაჟ­კა­ცუ­რად იყო. გუ­შინ მი­თხრა, რომ და­ი­ჭი­რეს და გა­იყ­ვა­ნეს ნი­კაო, მა­შინ ძა­ლი­ან მშვი­დად ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც მაჩ­ვე­ნეს ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რო­გორ ჩაჰ­ყავ­დათ ნი­კაო, ავ­ტირ­დიო. მე გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ჩემს შვილს, ის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მარ­თა­ლია” – აღ­ნიშ­ნა ან­ზორ მე­ლი­ამ.

https://www.ambebi.ge/
დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close