სიახლეები

ვინ ააფეთქა “ოცნება”“გოგაშვილი ან კობახიძე”-ფარული ჩანაწერების შესაძლო გამვრცელებლები-უარესი ისტორიები შეიძლება უახლოეს პერიოდში გავრცელდეს

ციხის კადრების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარს “სისტემური კრახის” კვალიფიკაცია მისცა. ის არ გადამდგარა, მაგრამ მოცემულობა აღიარა. განსხვავება იმ მოცემულობას და დღევანდელს შორის, ცხადია, არის როგორც შედეგებით, ასევე მოცვით, მაგრამ… რადგანაც დღეს სხვა პოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა მოთხოვნები გვაქვს, პასუხისმგებლობებიც შესაბამისი უნდა იყოს. ახლა, პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან დროულად,

რადგან, ვშიშობ, რომ ეს ამით არ დასრულებულა, და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რაც შეეხება შესაძლო გამავრცელებლებს, პირადად, მე, სამი ჰიპოთეტური ვარიანტი მაქვს: ან გახარია ან გოგაშვილი ან კობახიძე. სამივე დღევანდელი ხელისუფლების პროდუქტია, რომლებსაც ძალაუფლება შეუსუსტდა ან დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უფრო უარესი ისტორიები შეიძლება უახლოეს პერიოდში გავრცელდეს. ამიტომ, სანამ ისეთ ჭაობში აღმოვჩნდებით, რომ არსებობისაც კი შეგვრცხვეს, ყველაზე გონივრულია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და არჩევანის მიხედვით, მცირედად მაინც გაჩნდეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პირობა, რაც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს”.-წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close