სიახლეები

“ოცნებაში” შიდა დაპირსპირება გრძელდება”-ნაცლიშვლის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძე “ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს ვასილ მაღლაფერიძე. როგორც ის ფეისბუქის გვერდზე წერს, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
შგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭო ლაშა ნაცვლიშვილმა დატოვა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ POSTV-ში ხელმძღვანელად ბრუნდება. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უმრავლესობაში ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ დიდი დაპისპირება და დიდი წმენდა მიმდინარეობს.
„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება.  თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“ – წერს უკვე ყოფილი “ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასკა მაღლაფერიძე .

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close