
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბერა ივანიშვილი ტელეეკრანზე გამოჩნდება. გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემდეგ ის ინტერვიუს ტელეკომპანია „იმედს“ მისცემს.
გადაცემა 22:00 საათზეა ჩანიშნული. „როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი? როდის დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ მუქარის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანია და ვინ დგას ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტერორის უკან?“ – ამ და სხვა საკითხებზე ბერა ივანიშვილი გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრებს.
წყარო : resonancedaily.com
დატოვეთ კომენტარი