სიახლეები

“მამიკოს ვუყვარვარ, დედიკოს არა” – კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი მამას აღმერთებს

დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე “ინსტაგრამზე” ხშირად აქვეყნებს უმცროსი ვაჟის ვიდეოებს. საზოგადოება კი პატარა ნიკოლასის მიმართ თბილს სიტყვებს არ იშურებს. როდესაც ანუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ აზიარებს “ნიკოლიკოს” ვიდეოებს, ხშირად კითხულობენ: “სად არის ნიკოლასი”, “როგორც მიყვარს მისი ლაპარაკი”, “მოგვენატრა”, – წერენ ანუკის და კახას გამომწერები.


ამჟამად ანუკიმ ნიკოლასთან საუბრის ვიდეო გამოაქვეყნა. ბავშვის დამოკიდებულება მამის მიმართ წყვილის გამომწერებისთვის უკვე ცნობილია და ყველამ იცის, რომ ნიკოლასი მამაზე გიჟდება. “შენ დედიკოს ძალიან უყვარხარ?” – ჰკითხა ანუკიმ ნიკოლასს, რაზეც პატარამ უპასუხა: “არა, მამიკოს ვუყვარვარ”. ანუკი ჩაეკითხა: “დედიკოს არ უყვარხარ და მამიკოს უყვარხარ? – კი”- უპასუხა “ნიკოლიკომ”. “ვინ არის პატარა უნამუსო ბიჭი? – შენ ხარ”, – პასუხობს ბავშვი დედას.
წყარო : mshoblebi.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close