სიახლეები

“გვარამიას თუ ეგონა, რომ მასთან უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება” – გიორგი ვაშაძე სოციოლოგიური კვლევის დეტალებზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა:
„კვლევებთან დაკავშირებით კარგია, რომ დამისვით კითხვა. საერთოდ, გამაოცა გუშინდელმა სიუჟეტმა. პირველი ის, რომ კვლევებს მუდმივად ვატარებთ. მყავს საერთაშორისო სოციოლოგიური ჯგუფი და არის ქართული ჯგუფიც, რომელიც მონაწილეობს. ვწუხვარ, რომ ბატონმა გვარამიამ ისევ არასწორი ინტერპრეტაციით გაიტანა ეს კვლევები და მერე რაღაც ყურების მობმა მოხდება ხოლმე. ჩემი ამომრჩევლების დამოკიდებულებას ვიკლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში.

ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა ასე სისტემურად უნდა მუშაობდეს, ვის მიმართ რა განწყობები აქვთ და სად რა მდგომარეობა არის. თუ ჩვენი რეიტინგი გაინტერესებთ ამ კვლევებით, რვა პროცენტზე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბაზისო რეიტინგი ასული. რაც შეეხება იმ რაღაცის ყურის მიბმებს და მობმებს, სხვათა შორის, დიდი მადლობა „პოსტფაქტუმს“, პირველად ცხოვრებაში მომიძღვნა სიუჟეტი, ძალიან ბედნიერი ვარ ამისთვის. გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემაა, სადაც გახარიას კი არა, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, ისევე, როგორც ყველასთან მიმართებაში.
კითხვის შინაარსი იყო ინტერპრეტირებული. დეტალურად როგორ იყო, საჯარო არ არის ეს კვლევა და შემიძლია, შემდეგ ჟურნალიტებს დაგიძახოთ და გაჩვენოთ კიდეც, როცა დამთავრდება, რადგან არასწორია წინასწარ ამაზე საუბარი. საუბარი არის ჩვეულებრივ საკითხზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების დამოკიდებულება გახარიასთან მიმართებაში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლის დამოკიდებულება „ლელოსთან“ მიმართებაში და ა.შ. დაახლოებით 48 კითხვაა. მთავარი სამიზნეა, დავადგინოთ გარკვეული ტურბულენციები თუ იქნა პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ამის უფლება გვაქვს და გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით, ვერცერთ შემთხვევაში. თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება, არასდროს არავის არაფერს ვუთანხმებ“
წყარო: ალია

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close