სიახლეები

თავს ვგრძნობ გადასარევად, ამაში საშიში არაფერია – იმნაძე აცრის შემდეგ

თავს ვგრძნობ გადასარევად, ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია, რომ პანდემია დასრულდეს.


„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ეს არის ერთნაირად მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ”, – აღნიშნა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პირველი ადამიანია საქართველოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close