სიახლეები

[ვიდეო] თან მეცინება და თან ვბრაზობ… ინგა გრიგოლია კობახიძის ვიდეოს აზიარებს

მიშა აფინანსებს ტვ ,,პირველსო,, ისეთი სათნო სახით ამტკიცებს ,,ოცნების,, თავმჯდომარე, თან მეცინება და თან ვბრაზობ… ღიად ვეპატიჟები პირდაპირ ეთერში. სხვა არხებზე კი ნუ სხდებიან ჩვენზე სალაპარაკოდ, სხვაგან კი ნუ გვაბრალებენ სისულელეებს, სადაც ფაქტების დადებას არ მოსთხოვენ, მოვიდეს ჩვენთან ლაივში და დადოს ფაქტები, რომ სააკაშვილი გვაფინანსებს😡. პროპაგანდა ადვილია,ფაქტები დადეთ და დადეთ ჩვენივე ეთერში. ბატონო ირაკლი .გელოდებით ,,რეაქციაში,,. წინასწარ რომ შეემზადოთ მაინც,ტვ ,,პირველი,, ის არხია, რომელიც არავის დოტაციაზე არ ცხოვრობს და საკუთარი სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. ამას ვამბობ მტკიცებით ფორმაში და ამას დაგიმტკიცებთ,თუ მოხვალთ გადაცემაში. ასე რომ, იმედია,შეთავაზებას მიიღებთ და ჩვენს მოედანზე დაგვილაგებთ ფაქტებს, გელით!

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close