სიახლეები

“გვამი გამოიკვლიეს და დადგინდა რომ…” – ნახეთ რითი გარდაიცვალა სინამდვილეში 27 წლის ექთანი. ექიმის დასკვნა ცნობილი გახდა

გერმანი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი ახალციხეში დაღუპულ მედდაზე აცხადებს, რომ 27 წლის მეგი ბაქრაძეს ფილტვის ემბოლია ჰქონდა და ანაფილაქსიაზე ​ საუბარი არასწორია.
“დაადგინა პათოლოგიურმა კვლევამ, რომ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ფილტვის ემბოლია, და ახლა, ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით. ადრე მონა ადამიანებად გთვლიდით და თანაგრძნობა მქონდა.


ახლა კი, ვინც ფილტვის ემობოლიისას ანაფილაქსიაზე საუბრობს, იმან უკვე შეგნებით თქვა უარი ადამიანობაზე სულერთია, ექიმია, ექთანია, მინისტრია თუ ჟურნალისტია. ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ვუთხარი, სანამ პათოლოგიის დასკვნა ცნობილი იყო, რომ აცრისას ანაფილაქსიით ჯერ არავინ დაღუპულა ამ უკვე 6 თვიანი აცრებისას, ეს ერთი და მეორეც ანაფილაქსიის დროს რატომ უნდა შეწყვიტო მართვითი სუნთქვა რამდენიმე საათში და ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადო?
გინდაც ანაფილაქსიური შოკით ტვინის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდეს, რამდენიმე დღე მაინც აკვირდებიან, გინდაც ტვინი იყოს უკვე შეუქვცევადად დაზიანებული, მაინც აკვირდებიან და მერე აცხადებენ გარდაცვლილად.
 
ერთადერთი შემთხვევა, როცა იძულებულია სამედიცინო დაწესებულება ვერ შეძლოს გარდაცვალების დამალვა და დროის ,,გაწელვა,, რომ საზოგადოებას მაინც დაანახოს, რომ ყველაფერი გააკეთა, ესაა გულის გაჩერება და პერიფერიული ოქსიგენირების შეუძლებლობა.
 
ასე რომ, სუფთა ქმედითი ფაქტებით და პროცესის განვითარებით ჩანს, რომ არ იყო ანაფილაქსია.” – წერს იაგო ფრანგიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close