
პირველი რეკორდი გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თანამდებობიდან წასვლის წინ დაამყარა. თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ გამოსამშვიდობებელ ფოტოს დღეს უკვე 213 ათასი რეაქცია აქვს. ერთ თვეში მეორე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. მართალია, პირველი ფოტოს რეკორდი ვერ მოხსნა, მაგრამ გახარიას სურათს ამჟამად 59 ათასი რეაქცია აქვს.
ექსპერტები როდესაც მისი პიროვნების შესახებ საუბრობენ, ამბობენ, რომ გახარიას აქვს ქარიზმა, რითაც ხშირად იგებს, განსაკუთრებულად კი ქალების გულებს… მისი არაპოლიტიკური დრესკოდი აქამდე უცნობი იყო, რადგან როდესაც პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა, საზოგადოებამ უკვე პიჯაკიანი გახარია გაიცნო.





გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით – ექსპრემიერის არაოფიციალური “დრეს კოდი” და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან
წყარო : ambebi.ge