სიახლეები

(ვიდეო) სკანდალი-ვინ არის ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი, რომელიც წინასწარ შერჩეულ ათობით მსხვერპლს ინტიმურ ურთიერთობაზე ითანხმებდა და ჩუმად ვიდეოს უღებდა?

“რადიო თავისუფლებამ”საგამოძიებო მასალაში ხელისუფლების აგენტ პროვოკატორი ამხილა, რომელიც არა ერთ საქმეში ფიგურირებს – თამარ ჭანიშვილი. ის მის მხვერპლებს ირინოლა ერისთავის სახელით ეცნობიდა, ტვ პირველმა ჩაწერა. სატელეფონო საუბარში ჭანიშვილი აცხადებს, რომ არც ერთ სისხლისსამართლებრივ საქმეში არ მონაწილეობს, თუმცა აუდიო ჩანაწერები სულ სხვას ამტკიცებს. ჟურნალისტები მის სახლთანაც იყვნენ, თუმცა ადგილზე არავინ დახვდათ, მეზობლები კი აცხადებენ, რომ მასთან სამართალდამცველებს ხშირად ხედავენ.თამარ ჭანიშვილს 8 სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა, სატელეფონო საუბარში ის ყველაფერს უარყოფს.
როგორც რადიო თავისუფლების საგამოძიებო მასალაშია ნათქვამი, ირინოლა ერისთავი, იგივე თამარ ჭანიშვილი თავის მსხვერპლებს სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობოდა, ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობდა და ჩუმად უღებდა ვიდეოს, რათა შემდგომ საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ. ყოველი მსხვერპლი წინასწარ იყო შერჩეული სამართალდანცველი ორგანოს მიერ, თავად ჭანიშვილი კი დაახლოებით 10 წელია, რაც აგენტ-პროვოკატორის საქმიანობის ფარგლებში ოცნებისთვის მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close